რობ შნაიდერი / Rob Schneider

ინფორმაცია მსახიობზე:
სახელი: რობ შნაიდერი / Rob Schneider
დაბადების თარიღი: 31 ოქტომბერი 1963
დაბადების ადგილი:სან ფრანცისკო კალიფორნია აშშ
პროფესია:მსახიობი პროდიუსერი რეჟისორი სცენარისტი
სიმაღლე:1.70 მ

მსახიობის შესახებ:
რობ შნაიდერი დაიბადა 31 დეკემბერს 1965 წელს სან–ფრანცისკოში(კალიფორნია,აშშ).
ის დადიოდა Terra Nova High School პაციფიკაში, სადაც მონაწილეობდა უამრავ მუსიკალურ გადაცემაში პაციფიკის ყველა სკოლაში. მისი მამა, მარვინ შნაიდერი – უძრავი წონების ბროკერი – ებრაელია, დედა კი პილარ მონრო – საბავშვო ბაღში მუშაობდა. პილასრმა ითამაშა მსაჯის როლი ფილმში 'The Hot Chick' და რესტორანის კლიენტის როლი ფილმში 'მამაკაცი გამოძახებით'.

1988 წელს შნაიდერი ლოს–ანჟელესში გადავიდა, სადაც თავიდან ფულს იმით შულობდა, რომ ტექსტებს წერდა რამოდენიმე სატელევიზიო კომიქსისთვის. 1990 წელს მას წარმატებული დებიუტი ჰქონდა ტელევიზიაზე, შემდეგ კი კინოში('Martians Go Home'). ცნობილია ფილმებიდან 'Home Alone 2: Lost in New York'(1992), 'Judge Dredd'(1995), 'Judge Dredd'(1995), 'Down Periscope'(1996). რობ შნაიდერი ლოს–ანჟელესში ცხოვრობს და სან–ფრანცისკოში, სადაც საცეკვაო–კლუბის და რესტორანის მფლობელია.

2005 წელს შნაიდერმა 'მოიგო' 'ოქროს ჯოლო' ნომინაციაში ყველაზე ცუდი მსახიობი ფილმისთვის 'მამაკაცი გამოძახებით 2'.

2007 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი გამოვიდა Big Stan.

2005 წელს Los Angeles Times კინოკრიტიკოსმა პატრიკ გოლდსტეინმა თავის სტატიაში, რომელიც მოგვითხრობდა იმის შესახებ თუ როგორ უხანგრძლივებს კინოინდუსტრია ფილმებს სიცოცხლეს და უხარისხო სიკველებს ამრავლებს, თქვა 'ფილმი, 'მამაკაცი გამოძახებით 2' არ იყო განხილული 'ოსკარის' ჟიურის წევრებით მხოოდ იმიტომ, რომ არავის მოუფიქრებია ჯერ ნომინაცია 'ყველაზე უზრდელური ხუმრობა, რომელიც მესამეხარისხის კომიკოსმა შეასრულა'. ორ კვირაში თავის ინტერვიუში Daily Variety и The Hollywood Reporter შნაიდერმა პასუხი გასცა: 'ბატონო გოლდსტეინო, მე ჩავატარე პატარა გამოძება იმის შესახებ, თუ რა ლიტერატურული ჯილდოები გაქვთ მოპოვებული. მე ძიება ინტერნეტში განვახორციელე და ვნახე, რომ თქვენ სულ არაფერი მოგიგიათ. არანაირი ჟურნალისტური და ლიტერატურული ჯილდო... იქნებ იმიტომ, რომ ჯერ არავის მოუფიქრებია ნომინაცია 'საუკეთესო მესამეხარისხოვანი არაჭკუამახვილი ჟურნალისტი, რომელიც არ არის თავისი კოლეგების შორის აღიარებული'?.
2005 წლის აგვისტოში, Chicago Sun-Times კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა პასუხი გასცა შნაიდერის რეპლიკას. მან თქვა, რომ გოლდსტეინმა დაიმსახურა National Headliner Award, Los Angeles Press Club Award, RockCritics.com Award, და Publicists' Guild award. ამის გარდა ებერტმა თქვა, რომ : " მე დაჯილდოვებული ვარ პრემიით Pulitzer, ასე რომ მე მაქს კვალიფიკქცია და მე, როგორც პროფესიონალმა ჟურნალისტმა სრული უფლებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი ფილმი "მამაკაცი გამოძახებით 2" – ნამდვილი სისულელეა". ამ ინციდენტამდე შნაიდერმა გადაცემაში The Howard Stern Show, სადაც ებერტი სტუმარი იყო, თქვა: "ჩემი ფილმები ძალიან სასაციია. თქვენ (ებერტ) ყოველთვის ტაშს მიკრავთ..." მოგივიანებით, ინტერვიუში Stuff magazine–ის შნაიდერმა ებერტს "უკანალი" უქოდა და თქვა: "მე გეტყვით თქენ, რომ ებერტი – არ არის ყველაზე კარგი ადამიანი, ვისთანაც მიმიშავნია". ებერტმა უარყო ყველაფერი და თქვა, რომ "... თუ ის(შნაიდერი) კიდევ აპირებს ცუდი ფილმების გადაღებას, მას მოუწევს მხოლოდ რეცენზიების კითხვა, რომლებსაც არაპროფესიონალები წერენ".   




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]











საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს განთავსებულ მასალებზე
Make a free website with uCoz