ბენ სთილერი / Ben Stiller
ინფორმაცია მსახიობზე:
სახელი: ბენ სთილერი / Ben Stiller
დაბადების თარიღი: 30 ნოემბერი 1965
დაბადების ადგილი:ნიუ იორკი,აშშ
პროფესია:მსახიობი,პროდიუსერი,რეჯისიორი,სცენარისტი
სიმაღლე:1.69 მ
მსახიობის შესახებ:
ბენ სტილერი – ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორია, რომლის მონაწილეობით
ფილმებმა მსოფლიო კინოგაქირავებაში შეაგროვეს 1,38 მილიარდი დოლარი.
დღეისთვის ის არის ერთერთი ყველაზე პოპულარული კინოკომიკოსი მსოფლიოში. ბენ
სტილერი დაიბადა 30 ნოემბერს 1965 წელს ნიუ–იორკში ცნობილი
მსახიობების–კომიკოსების ოჯახში – ჯერი სტილერის და ანე მეარის. ათი წლის
ასაკში მან დაიწყო თავის 8 მილიმეტრიან კამერაზე გადაღება. პირველად
ტელესერიალში ითამაშა 10 წლის ასაკში, სადაც დედამისი თამაშბდა. 1983
წელს ჩააბარ უნივერსიტეტში კალიფორნიის შტატში კინემატოგრაფის
განყოფილებაზე, ცხრა თვეში კი მიატოვა და დაბრუნდა ნიუ–იორკში, სადაც
სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა. 1985 წელს სტილერმა მიიბყრო ყურადღება როლით
ჯონ გუარეს პიესაში "ლურჯი ფოთლების სახლი". ამავე დრის ის იღებს
მოკლემეტრაჟიან ფილმებს, მისი ერთერთი ლენტა – 10 წუთიანი პაროდია
სკორსეზეს ფილმზე "ფულის ფერი", სადაც მან ტომ კრუზის როლი შეასრულა, 1987
წელს შეიძინა ტელეკომპანია NBC-იმ ტელე–შოუსთვის. ამის შემდეგ მისი კინოში
მოწვევა დაიწეს. ბენ სტილერს დიდ ეკრანებზე დებიუტი ჰქონდა 1987 წელს
სტივენ სპილბერგის ფილმში "მზის იმპერია". 1989 წელს სტილერი გამოჩნდა
ტელე–შოუში "შაბათის საღამო პირდაპირ ეთერში". 1992 წელს დაიწყო
იუმორისტული პროგრამის წაყვანა MTV-ზე სახელწოდებით "ბენ სტილერის შოუ" და
ერთროულად თამაშბდა პატარა როლებს კინოში. მან დამხმარედ აიყვანა კომიკოსი
ჯანინ ჯაროფალო და ენდი დიკა. ერთი წლის შემდეგ MTV-მ შეწყვიტა შუს
ჩვენება. 1994 წელს სტილერმა დადგა კომედია "რეალობა იკბინება",
რომელშიცვ მასთან ერთად თამაშბდა ვაიონა რაიდერი და იტან ხოუკი. 1996 წელს
გადაიღო შავი კომედია "კაბელშიკი" ჯიმ ქერის მონაწილეობით მთავარ როლში.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|